ახალი ამბები
საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,IOCC”-ის გადმოცემული სამედიცინო აღჭურვილობა აფხაზეთში მცოვრებ დევნილებსაც მოხმარდება
საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,IOCC”-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციას სამედიცინო სახარჯი აღჭურვილობა გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქარი აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებსაც მოხმარდებათ, ვინც სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაციონარებს მიმართავენ, ასევე, რეგიონში ყველა სოფლის ამბულატორიებზე, სტაციონარებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებზე განაწილდება. ამ მიზნით გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს შეხვდა.
,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების“ (IOCC) მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამედიცინო დაწესებულებებს მატერიალურ-ტექიკური ბაზის გაუმჯობესებაში დაეხმარება. სამედიცინო აღჭურვილობა, დღეს, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს, ხოლო უახლოეს დღეებში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით ტრანსპორტირდება.
სამეგრელოს რეგიონში ,,IOCC” 1997 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტს. აღსანიშნავია ორგანიზაციის მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთათვის საკვები პროდუქტებით დახმარება, უფასო სასადილოს მოწყობა და სამკერვალო ობიექტი ზუგდიდში, სადაც დევნი