სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „აილენდის” კლასის 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადასცა

2018-10-18 16:58:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვისათვის "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდის გადაცემის ცერემონიალს დაესწრო. ხომალდების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია” გადაცემა ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

"აილენდის" კლასის ხომალდები გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით. აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.

ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო