ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიას ვიზიტი შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში
ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შამადელას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მათთვის პრიორიტეტული საკითხების გამორკვევის მიზნით შეხვდა. გუბერნატორმა სოფლის 950 მეტრიან მონაკვეთზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ამავდროულად, მოსახლეობის ხობი-შამადელას დამაკავშირებელ 3 კმ-მდე მონაკვეთში ტექნიკური სამუშაოების განხორციელების, გაზიფიცირებისა და სპორტული მოედნის მოწყობა შესახებ თხოვნა მოისმინა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობასაც, სადაც თხილის კულტურის მოვლის ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრეს. ალექსანდრე მოწერელიას ახალგაზრდების ჯგუფმა მათ მიერ შექმილი ფერმის შესახებ უამბეს, რის შემდეგაც გუბერნატორმა მცირე ფერმა დაათვალიერა.
,,მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობით დაკავდით. თქვენ კარგი მაგალითი ხართ თქვენი თანატოლებისათვის. სურვილი მაქვს, რომ დაგაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, ვინც ფერმერული საქმიანობის გაფართოებასა და დახვეწაში დაგეხმარებათ,“ - განუცხადა ახალგაზრდებს გუბერნატორმა.