ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებზე პროექტის განხილვას დაესწრო
სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე დისკუსიას თხილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან ერთად დაესწრო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებულ შეხვედრაზე თხილის მწარმოებლებმა აქცენტი ალერგენებისა და მიკოტოქსინების კომპონენტების კოეფიციენტებზე გააკეთეს.
დისკუსიის შემდეგ საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, სიხშირე და კრიტერიმები განისაზღვრა.
სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაზეც ისაუბრა, რაც სპეციალისტებისგან დაკომლექტებული სამუშაო ჯგუფებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ჩართულობით ,,კარდაკარის“ პრინციპით უნდა განხორციელდეს.