ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია ''დანიის ლტოლვილთა საბჭო'' (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია " დანიის ლტოლვილთა საბჭო” (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა.
შეხვედრაზე ვინსენტ დონტომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროექტისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს, რაც საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, თემის მხარდაჭერის პროგრამას და გრანტების გაცემას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დევნილების პროფესიული გადამზადება, რათა ისინი DRC-ის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-საქმიანობაში ჩაერთონ.
" დანიის ლტოლვილთა საბჭო" საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს.