ახალი ამბები
გუბერნატორი სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მიღწევებს გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან, კობა ქანთარიასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურსა და შუა ხორგას სტუმრობდა. გუბერნატორმა ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ოფისი მოინახულა, სადაც წამოდგენილი იყო მზის ენერგიაზე მომუშავე კონდინციონერი, წყლის გამათბობელი, ენერგოღუმელი, ხილისა და ბოსტნეულის საშრობი და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტები. მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა, პროექტის ფარგელებში, 1000-ზე მეტმა მოქალაქემ დაამონტაჟა საცხოვრებელ და საოფისე ფართებში. გუბერნატორმა დაფნის მცირე საწარმოც დაათვალიერა, სადაც დაფნის ადგილობრივად წარმოებული საშრობი ღუმელი და სარჩევი დანადგარები იყო წარმოდგენილი. საწარმო ნარჩენ ტოტებს აგურის შიგთავსის ბუნკერებში გადაამუშავებს, რომლებიც გამონაბოლქვის გარეშე გამოიმუშავებენ ნახშირს.
,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციის აქტივობებში სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტები არიან ჩართულნი.