ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი „სკოლები მომავლის პარტნიორების“ იუბილეს დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კახათის N1 საჯარო სკოლის მიერ გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ. სკოლის ეზოში თემატური კუთხეები იყო მოწყობილი. მოსწავლეებმა სკოლაში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო სასკოლო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას, იქ შეძენილ გამოცდილებას, ეკოლოგიას, გამოუყენებელი ნივთებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და სხვა მრავალ საინტერესო საკითხს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ კახათის N1 საჯარო სკოლის არაერთი მოსწავლე განაგრძობს სწავლას ლონდონის, გერმანიის, აშშ-ის წამყვან სასწავლებლებში. ღონისძიება პროექტის - ,,სკოლები მომავალი პარტნიორები“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი გერმანიის საელჩოს შუამდგომლობით, გოეთეს უნივერსიტეტის ჩართულობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 10 წლის წინ დაიწყო