ახალი ამბები
გუბერნატორი ზუგდიდის საკრებულოს წევრებს შეხვდა
სამეგრელოს გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ინდივიდუალურ ხედვებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში წყალგაყვანილობის, გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით წევრებთანაც. დეპუტატებმა სტიქიით დაზარალებულ სოფლებზე ისაუბრეს, სადაც ხიდები, ხიდ-ბოგირები და რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელი ფართების დატბორვით გამოწვეული ზარალის საკითხები გამოყვეს. საუბარი შეეხო სოციალური სტატუსის მინიჭება-შეჩერება-მოსხნის პრობლემასაც, გაჟღერდა იდეა და ამ პროცესში სოფლის წარმომადგენლებისა და დეპუტატების ჩართულობის შესახებ. გუბერნატორის ადმინისტრაციას და საკრებულოს წევრებს შორის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.