სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ჯიხაშკარში 7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტი დაიგება

2018-09-28 12:15:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა. მას შემდეგ რაც 7 კილომეტრის მანძილზე გზის საფარის დაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა, გუბერნატორთან შეხვედრის სურვილი მოსახლეობამ თავად გამოთქვა, სადაც ალექსანდრე მოწერელიამ სოფლის მოსახლეობას სხვა პრობლემების და საჭიროებების შესახებაც მოუსმინა. მოსახლეობამ შიდა გზების მოწყობასთან ერთად, თხილის საშრობი ნაგებობის სახურავის რეაბილიტაცია ითხოვა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჭაქვინჯას ციხის რესტავრაციის აუცილებლობასაც. შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს სოფლის მეურნეობის საკითხებიც, მათ შორის თხილის მეურნეობისა და მეფუტკრეობის განვითარება. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გუბერნატორმა სოფელ ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა დაათვალიერა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა და მათ ინდივიდუალურად გაესაუბრა. ადგილობრივი სკოლის დირექტორმა გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სკოლის სახურავის პრობლემის შესახებ აცნობა. 
,,სოფლის გზის საფარის დაგების საკითხი გადაწყდა, თუმცა, ადგილზე, სხვა მრავალი პრობლემაც არის, რაზეც შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრე მოსახლეობასთან. აგრეთვე დავათვალიერეთ პირველი საჯარო სკოლა, სადაც სკოლის დირექციამ ჩვენთან კონკრეტული პრობლემური საკითხები დააყენა. ასევე, ვესტუმრეთ საბავშვო ბაღს, სადაც, რა თქმა უნდა, არის რიგი პრობლემებისა. ჩვენ ეტაპობრივად, ყველა ამ პრობლემას გადავწყვეტთ“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო