ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული დღეა საქართველოსთვის. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთი ერის ტკივილია,“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
დღესვე, ალექსანდრე მოწერელია, სენაკის თვითმმართველობისა და რესურს-ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლებმა სახლ-მუზეუმში შეკრებილი აუდიტორიისთვის მცირე ღონისძიებაც გამართეს.
„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ სოხუმის დაცემის დღესა და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შესახებ საუბრობდნენ ახალგაზრდები - სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც აფხაზეთი მხოლოდ გადმოცემით ახსოვთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აფხაზეთი მომავალი თაობის მეხსიერებიდან არასდროს წაიშალოს,“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ