სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გუბერნატორებმა ამერიკელ ექსპერტთან ერთან განიხილეს

2018-09-21 09:53:00

 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში.

აბაშის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და აბაშის მერი ლევან მაკალათია ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორებმა გუბერნატორებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება და მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები. სისტემატიურად იმართება შეხვედრები და მოსახლეობისთვის მექანიკური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ხაზგასმით აღინიშნა რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება. აბაშის მუნიციპალიტეტში, ეგრეთწოდებულ ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მეთხილეობის დარგში არსებულ ვითარებაზე, აღინიშნა რომ თხილის მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას, შეწამვლითი და მექანიკური მეთოდების გამოყენებასა და თვითმმართველი ერთეულების როლს მავნებელთან ბრძოლის პროცესში.

საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. მისი შეფასებით, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომაც.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ცივი შესხურებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით 611 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული. მათ შორის: სამეგრელო-ზემო სვანეთში -255 005 ჰექტარი; იმერეთის რეგიონში- 197 655 ჰექტარი;გურიის რეგიონში-135 160 ჰექტარი; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში- 21 234 ჰექტარი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო