ახალი ამბები
ფოთის პორტი თურქულ გემს „TCG BAYRAKTAR (L-402)“-ს მასპინძლობს
ფოთის პორტი თურქული გემს „TCG BAYRAKTAR (L-402)“ და საზღვაო ქვეითებს მასპინძლობს. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის 400 -მდე სტუდენტი იმყოფება და ისინი საზღვაო სწავლებას გაივლიან.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში - მაქბულე კოჩაკი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის მიზანია მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაუმჯობესება.
გემი ,,TCG BAYRAKTAR (L-402)“ ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.