ახალი ამბები
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებთან
ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლეს, ჰოკან რაპის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მუშაობა ჩვენს რეგიონში, რისთვისაც გიხდით მადლობას და გთავაზობთ ინტენსიურ თანამშრომლობას . ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია , რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული.“ - მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჰოკან რაპის. ევროკავშირის სადამრკვირებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილე - ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.