ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას ახალი სატყეო კოდექსი გააცნეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, ადგილობროვებს ახალი სატყეო კოდექსი გააცნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას, ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრები ადგილობრივებს, ასევე მიწის დაკანონების, ეკოტურიზმის, სოციალური პროგრამების და არსებული საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ.
ახალი სატყეო კოდექსის განხილვას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, პარლამენის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.