ახალი ამბები
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამჯერად ბურჯების მოწყობის და დროებით ხიდამდე მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი, 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო და ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა.
ამ ეტაპზე, დროებითი ხიდისთვის ბურჯებისს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დღესვე მოხდება დროებითი ხიდის კონსტრუქციის ტრანსპორტირება, რის შემდეგაც განხორციელდება ხიდის მონტაჟი.
„გზების დეპარტამენტი, უმოკლეს დროში განხორციელებს ხიდის აღდგენას და მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული ხიდით ისარგებლოს“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა გაბუნიამ, რომელიც რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას.