სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რეგიონში პრობლემები შექმნა

2018-08-10 18:14:00
ძლიერმა წვიმამ, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები დააზარალა. 
 
სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში,ლეძაძამეში, უშაფათში, სორტაში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა: ბანძაში, ჭყონში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურძუში. 

ძლიერმა წვიმამ, შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. 

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. 

იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მუშაობა შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მუშაობენ.

სტიქიის ზონაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებს ილია ბეგიაშვილს და გიგა კაციას ელოდებიან, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილზე ჩაერთვებიან.
 
 
 
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო