ახალი ამბები
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის რეგიონული კონკურსის გამარჯვებული სენაკის #3 საჯარო სკოლა გახდა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდების მიერ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების კონკურსი გაიმართა თემაზე - "სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი".
კონკურსში, რუხის, ქვედა ნაგვაზაოს, მულახის, სენაკის №3, წალენჯიხის №1 და ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის #1 საჯარო სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის რეგიონული კონკურსის გამარჯვებული სენაკის #3 საჯარო სკოლა გახდა. რეგიონის 6 საჯარო სკოლებს შორის, საუკეთესო გუნდი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პირველობაზე, რომელიც საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციაში ჩატარდება.
„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2018“ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.