ახალი ამბები
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ წირვა აღევლინა. რის შემდეგაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
დაღუპულთა სულების მოსახენიებელ პანაშვიდს სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ადგილობრივიხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
წირვას ასევე ესწრებოდნენ, 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები.
2008 წლის რუსეთ-საქართვველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.