ახალი ამბები
აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, 8 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ბადრი ბერანძის ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ხობში, აგვისტოს ომისადმი მიღძვნილ ღონისძიებას დაესწრო და მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ღონისძიებას, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, ადგილობრივი მოსახლოება და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსულ აგრესიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.