სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა

2018-08-06 19:52:00
ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა. რეგიონის პირველ აგრო ფესტივალში მონაწილეობა ფერმერებმა, მეწარმეებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულმა სამმართველოებმა და მუნიციპალურმა საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურებმა მიიღეს. 

ფესტივალში, გაეროს განვითარების პროგრამების, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, "USAID" პროექტ "ზრდა"-ს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

აგრო ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თაფლის დაწურივის პროცესს, ასევე ცნობილი მეგრული კერძების ელარჯის და გებჟალიას მასტერკლასს დასწრებოდნენ.

აგრო ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ფესტივალის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია და "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" არიან. ფესტივალის მხარდამჭერი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, UNDP, USAID/ZRDA, AFAD, კარტლისი, ბანკი კრისტალი, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო