ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი საავტომობილო გზა დაიგო
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული გზა დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულებს ერთმანეთთან აკავშირებს.
პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 1 500 მეტრის მანძილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო. ასევე მოეწყო, სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილები, რკინა ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითონის მილები, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა ბეტონით.
დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულებამ 402 463 ლარი შეადგინა.