ახალი ამბები
ზუგდიდში „ქართული ხმები''-ს და „ბიგ ბენდი''-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა
2018-07-13 22:54:00
ზუგდიდში "თბილისის მერიის ბიგ-ბენდის" და ლეგენდარულ ანსამბლ "ქართული ხმების" საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. კონცერტები საქართველოს რეგიონები ერთობლივი ტურნეს ფარგლებში ეწყობა. მუსიკალური სერია აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.
კონცერტმა, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იყო ანშლაგით ჩაიარა. რეგიონული ტურნე პროექტ Check in Georgia ს ფარგლებში იმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

ზუგდიდში გამართულ კონცერტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენენ.
ზუგდიდის შემდეგ, "თბილისის მერიის ბიგ-ბენდის" და ლეგენდარულ ანსამბლ "ქართული ხმების" საიუბილეო კონცერტი 14 ივლისს ხობში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.
ზაფხულის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში დაგეგმილი კულტურული და გასართობი ღონისძიებების ნუსხა იხილეთ აქ: