ახალი ამბები
ჭუბერში მოხალისეებს იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდები შეუერთდნენ
2018-07-10 10:18:00
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები მეორე დღეა ჭუბერში იმყოფებიან. ახალგაზრდები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში იღებენ მონაწილეობას.
დღეს, ჭუბერში, მოხალისეები იმერეთის რეგიონიდან ჩავიდნენ. ახალგაზრდების ნაწილმა, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაასუფთავეს.