ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში სტიქიის შდეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ
2018-07-09 21:49:00
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები უკვე ჭუბერში იმყოფებიან. ახალგაზრდები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში, ასევე პროდუქტის დარიგების პროცესში ჩაერთნენ.
თბილისიდან ჩასული მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროს ალექსანდრე ხვადაგიანს შეხვდნენ და უსაფრთხოების წესებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.