ახალი ამბები
ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოსახლობას და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ
2018-07-09 21:14:00
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ.
აღნიშნული პროდუქტები, დღეს, სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ორგანიზაციებმა ჩაიტანეს, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 300 ტომარა პურის ფქვილი გაგზავნა.
საკვებ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებში საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ურიგებენ.