ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
2018-07-06 19:31:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბშიც მივიდა, სადაც მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს, მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მათი მომარაგება დაავალა.
“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რათა ყველგან გვქონდეს დამონტაჟებული აღნიშნული სისტემები. ეს საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვინაიდან წყლის დონე დაწეული არ არის, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, დაცლილია ის სახლები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
“მოსახლეობას ვეხმარებით, რომ გამოიტანონ თავიანთი ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურად შეკეთებას ვერ დავიწყებთ მანამ, ვიდრე წყლის დონე არ დაიკლებს. ახლა მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო გამორეცხვა. ჩვენ განვახორციელეთ იმ ადამიანების ევაკუაცია, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა. რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ უახლოესი საათების განმავლობაში. სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს”, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სპეციალისტების ცნობით, სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია რისგანაც დაზღვეული არავინ არის, თუმცა მთავრობა საბოლოო დასკვნას დაელოდება.
უხვი ნალექის შემთხვევაში კი, პასუხი უნდა იყოს რომ გვქონდეს სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი. როდესაც დაიდება საბოლოო დასკვნა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ამის შესაბამისად მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.
სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.
საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.