სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონები ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობენ

2018-07-05 10:28:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება მოხდება. ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში ერთობლივადგანსახორციელებელ ტურისტულ პროექტებზე ისაუბრეს. შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც ორ კვირაში ახალ ტურისტულ მარშუტებსა და არსებულ საჭიროებებზე პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფში გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან. პრიორიტეტების შერჩევის დროს უპირატესობა ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს მიეიჭება.

"ჩვენ გვაქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ამის მცირედ ნაწილსაც კი ვერ ვიყენებთ, რისთვისაც საჭიროა, როგორც მუნიციპალური, ასევე რეგიონალური ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა ტურისტებს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ლოკაცია შევთავაზოთ, ეს უნდა იყოს კომპაქტური და ამავდროულად კომპლექსურად მართული პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთ რეგიონში მოსული ტურისტი მეორე რეგიონსაც მივაბათ და ერთობლივი ტურები შევთავაზოთ. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთო მარშრუტების შექმნა. მაგალითად, ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ უნდა შემოვიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. უნდა არსებობდეს ბმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ტურისტები ვცვალოთ და რაც შეიძლება დიდი ხანი დავაყოვნოთ ჩვენს რეგიონებში, რომ აქ ბევრი ფული დახარჯონ, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ლევან შონიას განცხადებით, ტობავარჩხილის ტურისტულ ლოკაციამდე მისასვლელად ტურისტებს უნდა შეეძლოთ როგორც - ჩხოროწყუდან, ასევე წალენჯიხიდან, მარტვილიდან და ხაიშიდან ჩასვლა, რისთვისაც მოხდება ერთობლივი ინტერმუნიციპალური პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ერთიანი ტურისტული რუკების შექმნას, მარშრუტების განსაზღვრას, მარკირებას, გიდების და მაშველების გადამზადებას.

დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტოორიების წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, მუნიციპალიტეტები ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლასა და დაგეგმარებაზე მუშაობენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო