ახალი ამბები
მარტვილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება
2018-07-03 14:59:00
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
ერთსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.
საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს, სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" ახორციელებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 443 599 ლარს.