ახალი ამბები
შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში, შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
16 კილომეტრის მანძილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი;
პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება, გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოებზე დასაქმებულია 20 ადამიანი.
საავტომობილო გზის პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს
პროექტის ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი ლარს შეადგენს.