ახალი ამბები
„გზა ერთობისკენ - რუხი 2018''-ის ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება
ფესტივალ „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში, დღეს რუხის სავაჭრო ცენტრში მეგა შოუ ,,X ფაქტორის" ნახევარფინალისტების (მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, გიორგი ფუტკარაძე) და ჯგუფ ,,UNDER 7"-ის კონცერტი გაიმართა.
ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.
რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი, ფესტივალ „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მართავს.