ახალი ამბები
ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ დაიწყო
ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ დაიწყო. რუხი სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.
ფესტივალის დღეს მარათონით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. გახსნის ცერემონიალს საამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი დავით საგანელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მარათონის თანაორგანიზატორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია.
გახსნის ცერემონიალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა რეგიონის გუბერნატორმა, ლევან შონიამ რუხის სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობაზე და მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.
ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ 15 ივლისს დასრულდება.