ახალი ამბები
მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო
2018-06-08 15:58:00
ქალაქ მარტვილში, შიდა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 3 500 მეტრის მანძილზე, ასფალტობეტონის საფარი დაიგება. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის სექტემბერში დასრულდება.
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს.