ახალი ამბები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება
2018-06-08 14:25:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენა კის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული ხიდის სიგრძე - 170, ხოლო, სიგანე - 11 მეტრი იქნება.
პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება.
ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ამჟამად, როგორც ქვეითი, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომლის დემონტაჟი ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება.