ახალი ამბები
ჩხოროწყუ მარტვილის მუნიციპალიტეტს ასფალტირებული საავტომობილო გზით დაუკავშირდება
2018-06-07 12:23:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ახუთის ცენტრიდან ნოღას საზღვრამდე ასფალტირებული გზა დაიგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 377 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
აღნიშნული გზით ჩხოროწყუ მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.