ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქართველი მომღერლების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართა.
მეგი გოგიტიძე, ქეთი ორჯონიკიძე და რობი კუხიანიძე, ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
26 მაისი ზუგდიდში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში, კულტურული, სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული.
ზვიად გამსახურდიას გამზირზე რეტრო და თანამედროვე სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვნების, გართობის, შემეცნების და სპორტის სივრცეები იყო მოწყობილი. თავისუფლების მოედანზე კი წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს ზუგდიდის მერიის ლოკაციები.
ღონისძიების კულმინაცია - გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა.