ახალი ამბები
ზუგდიდში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე გაცოცხლებულია 2 განსხვავებული ეპოქა: დამოუკიდებელი საქართველო წლის წინ და წლის შემდეგ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სივრცეები დაათვალიერა და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ზვიად გამსახურდიას გამზირზე მოწყობილია, რეტრო და თანამედროვე სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვნების, გართობის, შემეცნების და სპორტის სივრცეები.. მთავარ მოედანზე წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს ზუგდიდის მერიის ლოკაციები. მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობს სხვადსხვა კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი საბავშვო და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
საზეიმო ღონისძიებების კიდევ ერთი მთავარი ნაწილი თავისუფლების მოედანზე გაიმართება, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან ასი წლის შემდეგ იგივე დროს ზუსტად, 17:-230 წუთზე, პირდაპირი ტრანსლაციით, ადგილობრივი ანსამბლი «ოდოია“ საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.
დადიანების ეზოდან ასევე მოეწყობა თეატრალიზებული მსვლეობა და ბულვარის ორივე მხარეს გაგრძელდება. ზვიად გამსახურდიას გამზირზე, ზუგდიდის ისტორიულ სახლთან, 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ.
26 მაისის მასშტაბურ ღონისძიებებს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.