ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიულოცა.
„ის რაც თქვენ, მომავალი თაობებისთვის გააკეთეთ ფასდაუდებელია, გამოიარეთ წარმოუდგენლად რთული დღეები და იბრძოლეთ ბოროტების დასამარცხებლად. მაშინ ბევრმა ახალგაზრდამ გაწირა ყველაზე საუკეთესო რამ - სიცოცხლე, რითაც შეაჩერა ფაშიზმი. ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში უდიდესი მსხვერპლი გაიღო,“ - აღნიშნა ლევან შონიამ.
დღეისთვის, სამეგრელო-ზემო სვნაეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 30 ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტები ფულად ჯილდოს გადასცემენ. გუბერნატორმა და მერმა დღესვე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.