ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ცაიშის და შამგონას ადმინისტრაციული ერთეული;
ხობის მუნიციპალიტეტი - სოფელი საგვიჩიო;
სენაკის მუნიციპალიტეტი - დიდიხორში და მენჯის ადმინიტრაციული ერთეულები;
ბაშის მუნიციპალიტეტი - კეთილარი, პირველი მაისი და სუჯუნა.
ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა.
პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.
დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://parosana.ge/