ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია მოადგილესთან დავით კოდუასთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრაქტრუქტურული პროექტები განიხილეს.
გუბერნატორმა ადგილობრივი თვითთმართველობების ხელმძღვანელ პირებს, პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები მისცა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
სამუშაო შეხევდრას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, პირველი მოადგილე გია გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.