ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია გააცნეს
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დეპარტამენტის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს, აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, როცა სადავო საკითხი იქნება დასაზუსტებელი, მასში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და მიაწვდიან მოსაზრებას, თუ როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად, რომელიმე ბრენდი, სასტუმროს დასახელება და ა.შ.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ესწრებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილი, დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა.