სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რა გაკეთდა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში 2013-2017 წლებში [ანგარიში]

2018-04-11 14:11:00

სამეგრელოში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი მცხოვრებლების ხელშეწყობა როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს დახარჯულმა თანხამ 2013 წლიდან დღემდე  91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტები

ოკუპირებულ აფხაზეთთან მდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ახალი გზის სიგრძემ ჯამში 98 კილომეტრი შეადგინა, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის კი 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. გზებზე დამონტაჟდა გარე განათებები, ამასთან პრობლემურ ადგილებში მოეწყო სანიაღვრე არხები რისმა ბიუჯეტმა 282 360 ლარი შეადგინა. 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდებს: რუხში, შამგონასა და ხურჩაში. ჯამში ხიდების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

სხვა საჭიროებებთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების პრობლემები არსებობდა. წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისთვის 11 580 000 ლარი დაიხარჯა. აქედან უმეტესი ნაწილი განმუხურის და ანაკლიის წყალმომარაგების  სისტემის მშენებლობაზე მოდის.

მდინარე ენგური გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს წყალდიდობების დროს პრობლემას უქმნიდა. ადიდებული მდინარე საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა, იყო შემთხვევები, როცა ენგურმა საყანე ფართობებიც მიიტაცა. ამიტომაც მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა ტყაიაში, შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ფახულანში. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გახარჯულმა თანხამ 3 320 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, რისთვისაც 174 170 ლარი გამოიყო.

კულტურული და სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 300 ათას ლარამდე დაიხარჯა.

გადაიხურა მრავალბინიანი კორპუსები, სადაც ძირითადად დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ, ამ მხრივ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ფოცხო-ეწერის დასახლებაში.

სამედიცინო დაწესებულებების, ამბულატორიების და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას 1 327 638 ლარი მოხმარდა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობისთვის 2013 წლიდან დღემდე 95 000 ლარის სამუშაოები ჩატარდა.

 

გაზიფიცირება

გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა განმუხურში, ორსანტიაში, შამგონაში, კოკში,  ტყაიასა და რიყეში. გაზიფიცირება გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახებისთვის უფასოა.

 

მსხვილი პროექტები

რუხში, აშენდა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი. აქ განთავსებული სავაჭრო ობიექტებით და მომსახურეობის სერვისებით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ.

რუხში დასრულდა საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საავადმყოფო 220-ადგილიანი იქნება. კომპლექსი რამდენიმე ობიექტისგან შედეგება: მათ შორისაა სასტუმროც სტუდენტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტების ახლობლებისთვის. კომპლექსის მშენებლობისთვის 41 მილიონი ლარი იხარჯება.

რუსხა და ორსანტიაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები. რომლებიც  საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აშენდა. ცენტრებში მოქალაქეები საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობენ.

 

განათლება

განათლების სამინისტრო  ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას აფინანსებს. ამ პროგრამით, სამეგრელოს რეგიონში 400-მდე სტუდენტმა ისარგებლა.

 

გეგმები

2018 წელს იწყება პალურის გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე მოხდება მუჟავას გზის მშენებლობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  რუხის, ტყაიას და კოკის (ნალიმის უბანში) შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მოხდება.

გარდა ამისა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ენგურჰესზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.  რაც მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე.

 

დევნილების ფართით უზრუნველყოფა

სახელმწიფო ზრუნავს დევნილი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებსა და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა  1039 დევნილ ოჯახს გადაეცა.

„სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 850 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ამჟამად 10  თორმეტ სართულიანი კორპუსი  შენდება. გაზაფხულზე კი ამ ჩასახლებაში ბინას 240 დევნილი ოჯახი მიიღებს.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო