ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2018-04-06 11:16:00
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დროშები დაშვებულია რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.