ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს
მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გზის რეაბილიტაცია წალენჯიხაში, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რაც მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილებს გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში კეთდება 6 კმ სიგრძის გზა, რომელიც წალენჯიხას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პრექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გამოიყო 2 მილიონ ლარზე მეტი. მიმდინარე სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.