ახალი ამბები
ლევან შონიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
2018-03-24 14:53:00
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიუსამძიმრა.
გუბერნატორმა, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტატუნაშვილის ცხედარს პატივი მიაგო, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.