სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი 53 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა

2018-03-20 15:48:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდის მუნიციალიტეტის სოფელ ნაცატუში ლაგვილავების ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესყიდული კერძო სახლი დაათვალიერეს. მანამდე კი ოჯახის მდგომარეობას იმ ავარიულ სახლში გაეცნენ სადაც მურთაზ ლაგვილავას ოჯახი წლებია ცხოვრობს.

ახლადშეძენილი სახლის კეთილმოსაწყობად ლაგვილავების ოჯახს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ხის სამასალე მერქანს გადასცემს.

სოზარ სუბარი და კობა ქანთარია ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრნენ.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.

ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო