ახალი ამბები
„ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ - ტრენინგი ზუგდიდის მერიაში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტზე „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ტრენინგი მიმდინარეობს.
ტრენინგს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროექტის წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დავით კალატოზიშვილმა დაძმობილების (TWINNIG) პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ მიზანზე ისაუბრა.
„ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პროექტის მიზანია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის კანონმდებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მუნიციპალიტეტების დახმარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაში და თვითმმართველობების კვალიფიკაციის ამაღლება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების მომზადებაში".
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტები არის შერჩეული.