სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2018-03-15 14:16:00

სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით წარმოადგინა ორი პროექტი, საერთო ღირებულებით 1 000 825 ლარი. პროექტები ყინულის მოედნის რეაბილიტაციას (407 825 ლარი) და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ესართიას ქუჩაზე მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ეხება (600 000 ლარი).

აღნიშნულ ცვლილებებს საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო