სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა

2018-03-15 13:06:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად, მდინარე ყორათზე აშენებული ახალი ხიდი დაათვალიერა. ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. 

არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. 

პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 22 ადამიანი დასაქმდა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო