ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა 108 წლის ვენერა გაწერელიას იუბილე და 8 მარტი მიულოცა
ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალბატონს იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს.
ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
ვენერა გაწერელია 1942 წელს დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ზუგდიდის ყველაზე მხცოვანი ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა.
ზუგდიდის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს, იუბილარმა ეს თანხა უკვე მიიღო.