ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენრატორმა პარლამენტის წევრებს პორტის ტერიტორია დაათვალიერებინა
2018-03-06 22:09:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ანაკლის განვითარების კონსორციუმის წარმოამდგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრებს ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.